ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 16 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.5 თეთრით. 16 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6573 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8917 ლარი. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი - 2.96 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.91 ლარად.

კომენტარები