ამინდის პროგნოზი

17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი და გზებზე ლიპყინული. 

"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა". - წერია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები