დაკარგული კაცი

"კარგად არის" – თბილისში დაკარგული ახალგაზრდა კაცი იპოვეს

თბილისში დაკარგული ახალგაზრდა კაცი, დათი გავაშელი იპოვეს. ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ.

"ვიპოვეთ ხალხო!!!! კარგად არის!!!! ყველას დიდი მადლობა. აი, სულ ყველას" - წერს გუგა ხარშილაძე. სწორედ მან გაავრცელა Facebook-ში დაკარგვაზე ინფორმაცია.

დათი გავაშელს 15 იანვრის 17:00 საათიდან ეძებდნენ. თავდაპირველად ის თავის ლაბრადორთან ერთად, დიღმის მასივის ტერიტორიაზე, გრძელი მწვანე ქურთუკით შენიშნეს. მოგვიანებით გავაშელი კამერებმა ასევე ძაღლთან ერთად, მხოლოდ მოკლესახელიანი მაისურით აღბეჭდეს. დილის მდგომარეობით კი, აღმაშენებლის ხეივანზე, ვენდისთან იპოვეს დაკარგულის ძაღლი, თავად დათი გავაშელი კი იმავე ტერიტორიიდან გაიქცა.

კომენტარები