დაკარგული კაცი

გურჯაანის სოფელ ძირკოკიდან დაკარგული 34 წლის კაცი, 10-დღიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ იპოვა

სამხრეთის კარიბჭე

გურჯაანის სოფელ ძირკოკიდან დაკარგული კაცი პოლიციამ იპოვა. ის სამართალდამცველებმა 10-დღიანი ძებნის შემდეგ სიღნაღის ერთერთ სოფელში ფერმაში იპოვეს.

34 წლის კაცს სამართალდამცავები მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალში მყვინთავების დახმარებით ეძებდნენ. ოჯახმა მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ორი კვირის განმავლობაში სახლში არ დაბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა.

კომენტარები