დაკარგული კაცი

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ, იპოვეს მისი ძაღლი

განახლება: თბილისში დაკარგული ახალგაზრდა კაცი იპოვეს

15 იანვრის 17:00 საათიდან თბილისში ახალგაზრდა კაცს, დათი გავაშელს ეძებენ. თავდაპირველად ის თავის ლაბრადორთან ერთად, დიღმის მასივის ტერიტორიაზე, გრძელი მწვანე ქურთუკით შენიშნეს. მოგვიანებით გავაშელი კამერებმა ასევე ძაღლთან ერთად, მხოლოდ მოკლესახელიანი მაისურით აღბეჭდეს.

დილის მდგომარეობით კი, აღმაშენებლის ხეივანზე, ვენდისთან იპოვეს დაკარგულის ძაღლი, თავად დათი გავაშელიც იმავე ტერიტორიაზე შენიშნეს, მისი მეგობრების თქმით, ბოლო მონაცემებით აცვია შავი ჰუდი.

კომენტარები