ინ ვიტრო განაყოფიერება

მედია: რუსეთის მოქალაქემ რუსეთიდან საქართველოში კვერცხუჯრედების უკანონოდ გადატანა სცადა

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მოქალაქე ქალმა რუსეთიდან საქართველოში სინჯარებით 2.5 მილიონი რუბლის ღირებულების კვერცხუჯრედების გადმოტანა სცადა, ის ვლადიკავკაზში საბაჟო შემოწმებისას დააკავეს.

36 წლის ქალი ბიოლოგიური მასალის საქართველოში ჩამოტანას ინ ვიტრო განაყოფიერების გასაკეთებლად ცდილობდა, თუმცა არ ჰქონდა ლიცენზია ფედერალური სამსახურისგან სინჯარების ლეგალურად ტრანსპორტირებისთვის.

მედიის ინფორმაციით, ქალმა ბიოლოგიური მასალა პეტერბურგის ერთ-ერთი კლინიკისგან მიიღო და საქართველოში გადმოტანას ცდილობდა, რათა სამედიცინო პროცედურა თბილისში, კლინიკა Silk Medical-ში 6 500 დოლარად ჩაეტარებინა.

ქალის მტკიცებით, ქართველმა ექიმებმა დაარწმუნეს, რომ აღნიშნული მასალების ტრანსპორტირება სრულიად კანონიერი იყო, თუმცა აუცილებელი დოკუმენტების შესახებ არაფერი უთქვამთ.

ტაბულას კლინიკა Silk Medical-ში უთხრეს, რომ ინფორმაციას აზუსტებენ. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები