ინ ვიტრო განაყოფიერება

ნიგერიაში, 68 წლის ქალს ინ ვიტრო განაყოფიერებით ტყუპები შეეძინა

CNN.com

ნიგერიაში, 68 წლის ქალს ინ ვიტრო განაყოფიერებით ტყუპები - ბიჭი და გოგო შეეძინა.

მარგარეტ ადენუგამ ინ ვიტრო განაყოფიერებით დაორსულება მანამდე სამჯერ სცადა, თუმცა არც ერთხელ გამოუვიდა.

ქალის 77 წლის ქმრის, ნოა ადენუგას თქმით, ისინი 1974 წლიდან დაქორწინებულები არიან და ძალიან უნდოდათ შვილი ჰყოლოდათ.

"მე მეოცნებე ვარ და დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ოცნება აუცილებლად ახდებოდა", - უთხრა მან CNN-ს.

ექიმის თქმით, ქალის ასაკიდან გამომდინარე უსაფრთხოდ მშობიარობა რისკის ქვეშ იყო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

"როგორც ხანდაზმული ქალბატონისთვის, რომელიც დედა პირველად ხდებოდა, ორსულობა და მშობიარობა მაღალ რისკს წარმოადგენდა. ასევე, ფაქტი, რომ მას ტყუპები უნდა გაეჩინა, თუმცა ჩვენ შევძელით ყველაფრის ნორმალურად ჩატარება", - უთხრა ექიმმა CNN-ს.

კომენტარები