მეწყერი კოლუმბიაში

კოლუმბიაში მეწყერს, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაშავებულია.

ტალახის მასა მუნიციპალურ გზაზე ჩამოწვა, რომელიც ორ ქალაქს, კიბდოსა და მედელინს აკავშირებს.

კატასტროფის რისკის მენეჯმენტის ეროვნული დანაყოფის ცნობით, სტიქიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

რისკის მენეჯმენტის დანაყოფის გავრცელებულ განცხადებაში მეწყერის გამოწვევი მიზეზი დასახელებული არ არის, თუმცა, თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სტიქიის არეალში მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, რამაც სამაშველო ოპერაციებს ხელი შეუშალა.

კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პედრომ მომხდარს "საშინელი ტრაგედია" უწოდა და აღნიშნა, რომ მისი მთავრობა დაზარალებულებს "ყველა სახის დახმარებას გაუწევს".

კომენტარები