რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, კურსკის ოლქის თავზე 3 უკრაინული Точка-У-ს ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს

Точка-У-ს ტიპის რაკეტა აღლუმზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ კურსკის ოლქის თავზე Точка-У-ს ტიპის სამი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.

თავდაცვის უწყების განცხადებამდე ოლქში ისმოდა აფეთქებების ხმები, რასაც გუბერნატორი რომან სტაროვოიტიც გამოეხმაურა.

სტაროვოიტი წერდა, რომ კურსკის ოლქში მუშაობდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. შემდეგ ისიც ირწმუნებოდა, რომ ჩამოაგდეს სამი უკრაინული რაკეტა.

ინფორმაცია დაშავებულთა და ზარალის შესახებ არ გავრცელებულა.

კომენტარები