სტალინის გამოსახულება ხატზე

შეწყვიტეთ ალიექსპრესის მაკიაველობა - ჩერგოლეიშვილი პოლიტიკურ სპექტრს

ამხელა რაღაც მოხდა, გასაჯაროვდა, რომ მთავარ საკათედრო ტაძარში სტალინია აღმართული. პოლიტიკურმა სპექტრმა ჩაიგუბა პირში წყალი და ნატა ფერაძემ, რომლის საქციელსაც მე არც ახლა ვამართლებ და არც არასდროს გავამართლებ, არ მომწონს ზოგადად სხვისი ნივთების დაზიანება იმიტომ, რომ ჩემს სახლშიც შეიძლება ეკიდოს ეგეთი ნივთები, რომლებიც ვიღაცას აღიზიანებს და ვერ უნდა შემომეჭრას სახლში.

მიუხედავად იმისა, რომ ამას მე არ ვამართლებ, აურიეს პირველხარისხოვანი და მეასეხარისხოვანი, იფიქრეს, თვითაქტუალიზაციას მოვახდენთო და სტალინი რომ არ ჰქონდათ შეფასებული, გამოვიდნენ და ამ ერთ ქალს დაესივნენ ჰიენებივით, რომ ქულები დაეწერათ და ლამაზად მოსრიალდნენ მეორე დღეს საპატრიარქოს განცხადებით, ამიტომ მე მინდა, რომ პოლიტიკურ სპექტრს ვუთხრა, ის აკეთეთ რაც სწორია, მორჩით ამ ალიექსპრესის მაკიაველობას, არ გამოგდით თქვენ ეგ საქმე, ამიტომ, რაც მშობლებმა გასწავლეს სწორი და არასწორი, რაც ბიბლიაში წერია სწორი და არასწორი, რაც მარკ ტვენში, ო ჰენრიში, ვაჟა ფშაველაში, ილია ჭავჭავაძეში წერია სწორი და არასწორი, ისე აკეთეთ და მორჩით ამ ბრძნადმეტყველებას, ვითომ მაკიაველები ხართ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების აღმართვაზე პოლიტიკური სპექტრის რეაქციებს გამოეხმაურა.

კომენტარები