ძაღლზე ძალადობა

დავაკავეთ კაცი, რომელმაც გორის რაიონ სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრა – შსს

კაცი, რომელმაც გორის რაიონ სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრა, შსს-მ დააკავა. 

როგორც ვეტერინარულ კლინიკაში ამბობენ, ცხოველს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით აქვს მიყენებული, თუმცა ამ დროისთვის დაჭრილი ძაღლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"სოფელ რეხადან შემოიყვანეს ჩვენი ოთხფეხა მეგობარი, აქვს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა კისრის არეში [...] დიდი ალბათობით გადარჩება. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა არ არის ყოველ შემთვევაში". - ამბობს ვეტერინარული კლინიკის თანამშრომელი ტვ მონიტორინგთან საუბრისას.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

კომენტარები