ძაღლზე ძალადობა

გორში, სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრეს – დაწყებულია გამოძიება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრეს. როგორც ვეტერინარულ კლინიკაში ამბობენ, ცხოველს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით აქვს მიყენებული, თუმცა ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"სოფელ რეხადან შემოიყვანეს ჩვენი ოთხფეხა მეგობარი, აქვს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა კისრის არეში [...] დიდი ალბათობით გადარჩება. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა არ არის ყოველ შემთვევაში". - ამბობს ვეტერინარული კლინიკის თანამშრომელი ტვ მონიტორინგთან საუბრისას.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

კომენტარები