პუტინის რუსეთი

დუმა განიხილავს კანონს, რომელიც ნასამართლებ უცხოელებს ჯარში მსახურობის უფლებას მისცემს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ
REUTERS

რუსეთის სახელმწიფო დუმა ახალ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ნასამართლებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საშუალებას მისცემს. შესაბამისი დოკუმენტი დუმის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

ინიციატივა ტულის ოლქის პარლამენტს ეკუთვნის. მსგავსი კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებზე ვრცელდება დუმამ 2023 წლის ივნისში მიიღო.

"იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი კანონებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობის უფლება აქვს, მიზანშეწონილია ამ კანონის მიღებაც". – წერია მიმართვაში.

ავტორების თქმით ახალი კანონი ხელს შეუწყობს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" წარმატებით გაგრძელებას.

2023 წლის ივნისში მიღებული კანონის მიხედვით მსუბუქი ან საშუალო კანონდარღვევისთვის ნასამართლებ რუსეთის მოქალაქეებს ჯარში მსახურობის უფლება მიეცათ.

 

 

კომენტარები