თურქეთი

თურქეთის პოლიციამ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან სავარაუდო კავშირში მყოფი 70 პირი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან (IS) სავარაუდო კავშირში მყოფი 70 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს. 

ალი იერლიკაიას თქმით, რეიდების დროს ნაპოვნია დიდი ოდენობით თანხა, ელექტრონული მასალები და საბანკო ტრანზაქციების ხელწერილები. 

ბოლო პერიოდში, თურქეთში გახშირდა ანტიტერორისტული რეიდები. დეკემბერში, თურქეთის პოლიციამ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 300-ზე მეტი პირი დააკავა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.

კომენტარები