ბიძინა ივანიშვილი

დანიის ელჩს განმარტებები ეთხოვა პუბლიკაციაში მოცემულ არასწორ შეფასებებზე – საგარეო

kvira.ge

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიის ელჩს განმარტებები ეთხოვეს 2024 წლის 10 იანვარს დანიურ  გამოცემაში Jyllandsposten გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ  არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით.

"როგორც შეხვედრაზე  ქართულმა მხარემ აღნიშნა, სამწუხაროა რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა  მნიშვნელოვან ფაქტობრივ  უზუსტობებს  და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური  მკითხველის პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რომ აღნიშნული პუბლიკაცია  ცალკეული  ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც, ბუნებრივია ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის -  დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას.

შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა რომ  სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და  სამწუხაროა რომ  ოპონენტების მხრიდან  იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული" - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღეს, 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო, საქართველოში დანიის სამეფოს ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. 

საქართველოში დანიის სამეფოს ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ Op-Ed-ში ბიძინა ივანიშვილი რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქად მოიხსენია.

ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების მოკლედ აღწერის დროს, სორენსენმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია დააფუძნა ოლიგარქმა ივანიშვილმა. 

კომენტარები