ბიძინა ივანიშვილი

კალაძე დანიის ელჩზე: ვინც ასეთ უხამს განცხადებებს აკეთებენ, სამარცხვინოები არიან

ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს ადამიანი აგრძელებს თავის საქმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, არის იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად, ყველამ ერთად შევძელით... 

ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი ვიცით, როგორ იმართებიან და ფულს როგორ იღებენ. ეს ყველაფერი ლობიზმით არის შენიღბული. იმ "რუსული კანონით", რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს, ჩვენ ვნახეთ, თურმე რა რეზოლუციების მიღებაა შესაძლებელი, თუ ფულს იხდი. თუ იხდი, შეგიძლია ყველაფერი აკადრებინო თუნდაც იმ ევროპარლამენტარებს. ვინც ასეთ უხამს და უმსგავსო განცხადებებს აკეთებენ, მართლაც სამარცხვინოები არიან. მათ საქართველოსთან არანაირი მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ. მათ აქვთ თავიანთი ინტერესები და ამას ემსახურებიან.

ასე ეხმიანება კახა კალაძე  საქართველოში დანიის სამეფოს ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის მიერ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქად მოხსენიებას.  ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების აღწერისას სორენსენი იმასაც აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ოლიგარქმა ივანიშვილმა დააფუძნა.

კომენტარები