ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალში ნავთობისა და გაზის შეტანაზე საბაჟო გადასახადი გააუქმა

რუსეთის მიერ რეაბილიტირებული როკის გვირაბი
TASS

რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალში ნავთობპროდუქტებისა და გაზის შეტანაზე საექსპორტო გადასახადი გააუქმა. საბაჟო გადასახადი 10 იანვრიდან გაუქმდა.

ნულოვანი გადასახადი იმოქმედებს მოსკოვისა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი რეჟიმის მიერ შეთანხმებულ მოცულობებზე, მათზე მეტი მიწოდებისთვის იმოქმედებს რუსეთის ფედერაციის მიერ დადგენილი სტანდარტული განაკვეთი.

ასევე შეთანხმდენენ, რომ 2024 წელს ნულოვანი საბაჟო გადასახადი იმოქმედებს კიდევ რამდენიმე პროდუქტზე: პლასტმასაზე, შავ ლითონებსა და ამ მასალით დამზადებულ ნაწარმზე, ალუმინსა და ალუმინით დამზადებულ ნაწარმზე.

აქამდე, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა მოსკოვს თხოვნით მიმართა, რომ ნავთობპროდუქტების მიწოდების პრობლემა გადაეჭრათ. საწვავის დეფიციტის გამოიწვია რუსეთის მიერ როსნეფტისთვისა და მისი შვილობილი კომპანიებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ნავთობროდუქტების რუსეთიდან შეტანის 6-თვიანმა განსაკუთრებულმა უფლებამ.

2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან რუსეთმა დააწესა ახალი საბაჟო გადასახადი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში არ შედიან.

 

კომენტარები