ირანი

ირანელი ქალი ჰიჯაბის გაკეთებაზე უარის გამო 74-ჯერ გაამათრახეს

telegraph.co.uk

33 წლის ირანელი ქალი როია ჰაშმატი ჰიჯაბის გაკეთებაზე უარის გამო 74-ჯერ გაამათრახეს. როგორც ცნობილია, როია ჰაშმატი ჰიჯაბის გარეშე თეირანში რამდენიმე საჯარო ადგილას გამოჩნდა, რის შემდეგაც ის წაიყვანეს და 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს. 

"მისი სასჯელი საჯარო მორალის დარღვევისთის - 74-ჯერ გამათრახება კანონის და შარიათის შესაბამისობაშია" - წერია ირანულ გვერდზე Mizan Online. 

გავრცელებული ინფორმაციით, როია ჰაშმატმა ასევე ჯარიმის სახით 12 მილიონი რიალი უნდა გადაიხადოს. 

ირანში ყველა ქალი ვალდებულია დაფარული ჰქონდეს კისერი და თავი. 

კომენტარები