რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 21 ჩამოვაგდეთ

Pravda.uk

უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 28 დრონიდან 21 ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

"7 იანვრის ღამეს ოკუპანტებმა 28 შაჰედის ტიპის დრონითა და С-300 ტიპის მართვადი რაკეტებით იერიში მიიტანეს უკრაინის სამხრეთსა და დასავლეთზე. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ განადგურებულია 21 უპილოტო საფრენი აპარატი". – წერია საჰაერო ძალების მოხსენებაში.

საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშის მიხედვით დრონების გაუშვეს ოკუპირებული ყირიმიდან და პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას უპილოტო საფრენი აპარატებით, არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს. 

კომენტარები