სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ტელეკომპანია ტვ პირველის თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 6 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე, ტელეკომპანია ტვ პირველის თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო". - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
ტვ პირველის მითითებით, ტელეკომპანიის თანამშრომლებს ბულაჩაურის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომის დაცვის თანამშრომელმა უფლება არ მისცა, თბილისისთვის განკუთვნილი ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები გადაეღოთ.


![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)


