ავტოსაგზაო შემთხვევა

სოფელ რუისთან სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა – მიკროავტობუსის მძღოლი დაიღუპა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსს სატვირთო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსის მძღოლი დაიღუპა, 4 ადამიანი კი დაშავდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები