სარკინიგზო ავარია

ინდონეზიაში სამგზავრო მატარებლები შეეჯახნენ – სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, 28 დაშავდა

ინდონეზიაში, დასავლეთ იავის პროვინციაში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა - ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევის დროს, მატარებლებში სულ 478 მგზავრი იმყოფებოდა.

ადგილობრივი სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მაშველები ვაგონებს შორის მოყოლილი 2 ადამიანის ამოყვანას ცდილობენ, თუმცა, მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია.

პოლიციის ცნობით, სამივე დაღუპული მატარებლის ეკიპაჟის წევრი იყო. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, პროვინციის მთავრობასა და მატარებლის ოპერატორ კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი გამოძიებას ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩაატარებენ.

კომენტარები