სარკინიგზო ავარია

ინდოეთში სარკინიგზო ავარიას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში სარკინიგზო ავარიას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 350-ზე მეტი დაშავდა

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და სატვირთო მატარებელს შეეჯახა.

"ადგილზე თითქმის 50 სასწრაფო დახმარების მანქანა გამოცხადდა, მაგრამ ძალიან ბევრი დაშავებულია. ავტობუსების დიდი რაოდენობა დაშავებულების საავადმყოფოში გადასაყვანად მობილიზებულია". - წერს პრადიპ იენა, ოდიშას მთავარი მდივანი Twitter-ზე.

კომენტარები