ოსკარ პისტორიუსი

მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამხრეთაფრიკელი სპორტსმენი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს

http://abcnews.go.com/

სამხრეთაფრიკელი პარაოლიმპიელი სპორტსმენი ოსკარ პისტორიუსი, რომელსაც შეყვარებულის, რივა სტინკამპის მკვლელობისთვის 2017 წელს სასჯელის ვადა 13 წელსა და 5 თვემდე გაუხანგრძლივეს, პირობით ვადამდე გაათავისუფლეს

პისტორიუსი 5 იანვარს მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სასჯელის ნახევარი მოიხადა. 

სამხრეთ აფრიკის კანონმდებლობით, სასჯელის ვადის ნახევრის მოხდის შემდეგ შესაძლებელია მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნით. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პისტორიუსი სასჯელის სრული ვადის ამოწურვამდე, 2029 წლამდე "მკაცრ პირობებში" იცხოვრებს, რაც გულისხმობს დღის გარკვეულ საათებში სახლში ყოფნის ვალდებულებას, ასევე ალკოჰოლის მიღებისა და მედიასთან საუბრის აკრძალვას. მას ასევე მოუწევს თერაპიაზე სიარული, რომელიც ბრაზის მართვისა და გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ პროგრამებს მოიცავს. 

"პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საბჭოს მიერ დაწესებული პირობები, რომელიც მოიცავს ბრაზის მართვის კურსებს და პროგრამებს გენდერული ძალადობის შესახებ, აგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ გენდერული ძალადობა სერიოზულად აღიქმება". - თქვა რივა სტინკამპის დედამ. 

"ნიშნავს თუ არა ეს რივასთვის სამართლიანობის აღდგენას? ოსკარმა საკმარისად მოიხადა სასჯელი? ვერასოდეს აღდგენა სამართლიანობა, თუ შენი საყვარელი ადამიანი ვეღარ დაბრუნდება. ციხეში გატარებული ვერანაირი დრო ვერ დააბრუნებს რივას. ჩვენ გვაქვს სამუდამო პატიმრობა მისჯილ, მათ, ვინც ვრჩებით". - დაამატა მან.

პისტორიუსმა შეყვარებული, რივა სტინკამპი 2013 წლის თებერვალში საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პარაოლიმპიელის თქმით, სტინკამპი სახლში შეპარული მძარცველი ეგონა და მას თავდაცვის მიზნით ესროლა.

პისტორიუსი პარაოლიმპიადის 6-გზის ოქროს მედალოსანია. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ის გახდა პირველი პარაოლიმპიელი, ვისაც ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება დართეს.

კომენტარები