მილიარდერები

L'OREAL-ის დამფუძნებლის შვილიშვილი პირველი ქალია, რომლის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა

ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი
Posta-Magazine

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით კოსმეტიკური კომპანია L'Oreal-ის დამფუძნებლის შვილიშვილი ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი პირველი ქალია, რომლის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 

ბეტანკურ-მაიერსის ქონების ღირებულებამ 100-მილიარდიან ნიშნულს 2023 წლის 28 დეკემბერს გადააბიჯა. 

ბეტანკურ-მაიერსი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად კომპანიის აქტივების 33%-ს ფლობს. ამ დროისთვის მილიარდერი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

კოსმეტიკური კომპანია L'Oreal 1909 წელს ეჟენ შიულემ დააფუძნა. ბეტანკურ-მაიერს ქონება დედის, ლილიან ბეტანკურის გარდაცვალების შემდეგ გადაეცა. 

კომენტარები