პიროტექნიკა

ოდიშარია: პიროტექნიკა არასოდეს ყოფილა ქართული შობა-ახალი წლის, ქართული სუფრის ტრადიცია

ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს გაცილებით უფრო კრეატიული, უფრო მისაღები და უვნებელი საშუალებებით შეგვიძლია მოვუწყოთ ფერადი და ლამაზი ახალი წელი, ვიდრე ეს  იაფფასიანი, ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობისთვის სახიფათო, ფსიქიკის დამაზიანებელი და არანაირი ესთეტიკური ღირებულების მქონე პიროტექნიკაა. 

ის არასოდეს ყოფილა ქართული შობა - ახალი წლის დღესასწაულების შეგებების, ქართული სუფრის ტრადიციის შემადგენელი ნაწილი. 

ამიტომ, მოკრძალებით გთხოვთ, რომ ის თანხა,  რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, შეიძლება ერთი გასროლით ჰაერში  გაფანტოთ, ვფიქრობ, სჯობს  ჩვენს ირგვლივ მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს, ჩვენს ახლობლებს, მეზობლებს, საყვარელ შვილებს, მშობლებს, დებსა და ძმებს მოვახმაროთ. 

ეს, მართლაც დასაფასებელია და დიდი მადლი იქნება როგორც ამქვეყნად, ისე უფლის წინაშე შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში [...]

[...] ამ ტიპის პრობლემები მთელ საქართველოში აწუხებს ადამიანებს და ვფიქრობ, ეს საკითხი სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეგულირების საგანი უნდა გახდეს! 

მართალია, ცვლილებით, რომელიც წინა პარლამენტში გვაქვს მიღებული, ხმაურიანი პიროტექნიკის გამოყენება აკრძალულია, თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობამდე სათანადოდ ვერ  მივიტანეთ ეს, რაც მე, როგორც ცვლილებების თავდაპირველ ავტორს, ძალიან მაწუხებს. უნდა აღინიშნოს, რომ არც ადმინისტრირების პროცესი აღმოჩნდა ადვილი. ამიტომ, ჩვენი, ქართული ოცნების, გუნდის ლიდერები აქტიურად ვმუშაობთ, რომ საკითხი მხოლოდ კეთილ სურვილად არ დარჩეს, მანამდე კი ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან.

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია.
 

კომენტარები