პიროტექნიკა

საგანგებო სიტუაციების სამსახური: პიროტექნიკის ყიდვისას დააკვირდით გამოშვების ვადას

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საახალწლო დღეებში პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი ჯანგებაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პიროტექნიკის გამოყენების წესებსა და უსაფრთხოების აუცილებელ პირობებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, მშობლებმა პიროტექნიკის შეძენის დროს ყურადღება უნდა მიაქციონ გამოშვების თარიღს და მაქსიმალურად მოარიდონ ბავშვებს. მისი თქმით, ბავშვების ინფორმირებულობა მათი დაზიანების შემთხვევებს შეამცირებს.

"პიროტექნიკურ ნაწარმს უნდა ჰქონდეს ზედ ეწეროს ინსტრუქცია, გამოშვების წელი, შენახვის პირობები, დაყოვნების დრო 2 წამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ბავშვმა მაგალითად გაისროლა, ეს ვიცით კი ბატონო 2 წამია, მაგრამ გაგრძელდა 3 წამი, 4 წამი და ჰგონია ბავშვს, რომ რაღაც არ ფეთქდებაო. ამ დროს ხდება დათვალიერება, ხო? დათვალიერების შემთხვევაში ხდება უკვე გავარდნა, იქ თვალში მოხვდება. აქედან გამოდინარე ჯერ პირველ რიგში მშობელი უნდა იყოს ინფორმირებული და ეს ინფორმაცია უნდა მიიღოს პიროტექნიკურ ნაწარმზე განთავსებული  წარწერით" - ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი. 

კომენტარები