გზების დეპარტამენტი

ჯვარი-მესტიის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ჯვარი-მესტიის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები ქვათაცვენის შეჩერების შემდეგ დაიწყება.

"ამ მომენტისთვის გზა დაკეტილია. როგორც კი ქვათაცვენა შეჩერდება, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. ამ დროისთვის ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - უთხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ინტერპრესნიუსს.

კომენტარები