ევროპული საქართველო

საინიციატივო ჯგუფებმა ევროპული საქართველოს პრაიმერიზში 2 კონკურენტი სია წარადგინეს

მარცხნივ - ვასილ მათითაიშვილი, მარჯვნივ - აკაკი ბობოხიძე
ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

საინიციატივო ჯგუფებმა ევროპული საქართველოს შიდაპარტიულ პრაიმერიზში ორი კონკურენტი საპარლამენტო სია წარადგინეს, საარჩევნო სია, რომლითაც პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავა, პრაიმერიზში მონაწილე ორივე სიით დაკომპლექტდება, მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.

პრაიმერიზის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ევროპული საქართველოს ახალი პოლიტსაბჭოც.

წარდგენილი ორი სიიდან პირველის ინიციატორები პარტიის გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი არიან, მეორესი კი –ევროპული საქართველოს კამპანიის მენეჯერები ვასილ მათითაიშვილი და ცოტნე პატარაია, ასევე თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი სალომე ხვადაგიანი.

პირველ სიაში პირველი ნომერი გიგა ბოკერიაა, ხოლო მეორე სიაში – თამარ ჩერგოლეიშვილი.

პირველი სია:

  1. გიგა ბოკერია
  2. გიგი წერეთელი
  3. თამარ ჩერგოლეიშვილი
  4. აკაკი ბობოხიძე
  5. გიორგი ნონიაშვილი
  6. ლელა ქებურია
  7. ბესო დონაძე
  8. თენგო კირთაძე
  9. მარიამ ენუქიძე
  10. ვახო კალოიანი
  11. ტარიელ ლონდარიძე
  12. ელისო ფაჩუაშვილი
  13. ამირან ძოწენიძე
  14. აჰმედ იმამკულიევი
  15. სოფიო სიუკაევა
  16. კობა ზაქარეიშვილი
  17. ჰარუთიუნ ალექსანიანი
  18. მარიკა ჯიჯიეშვილი
  19. დავით გოგისვანიძე
  20. ზურაბ სადათიერაშვილი
  21. თეა კოტუა
  22. მიხეილ გოგოტიშვილი
  23. თორნიკე დიასამიძე
  24. ეთერ ჯალაღონია
  25. შოთა მათითაშვილი
  26. თორნიკე კობახიძე
  27. თამარ სუპატაშვილი
  28. დიმიტრი კუტუბიძე
  29. შორენა გარდაფხაძე

მეორე სია:

  1. თამარ ჩერგოლეიშვილი
  2. გიგა ბოკერია
  3. ნინი დედალამაზიშვილი
  4. ვახო კალოიანი
  5. ლიკა გახარია
  6. გიორგი ნონიაშვილი
  7. შალვა ჯავახია
  8. თენგო კირთაძე
  9. ელისო ფაჩუაშვილი
  10. მარიკა ჯიჯიეშვილი
  11. გიორგი სიხარულიძე
  12. ბესო დონაძე
  13. ტარიელ ლონდარიძე
  14. ნინო თოდრია
  15. აჰმედ იმამკულიევი
  16. მართა ქარდავა
  17. მარიამ ენუქიძე
  18. ლელა ქებურია
  19. მამუკა ჭოხონელიძე
  20. ამირან ძოწენიძე
  21. ლექსო ბერიანიძე
  22. ვახტანგ დარსმელიძე
  23. ვასილ მათითაიშვილი
  24. დიმიტრი კუტუბიძე
  25. ცოტნე პატარაია
  26. თამარ სუპატაშვილი
  27. თორნიკე კობახიძე

პრაიმერიზი მომავალ წელს გაიმართება.

"მიღებული ხმების მიხედვით, მოხდება სიების შერწყმა. თუ ჩემი გეგმა ბოლომდე გამართლდება, ჩემი აზრით, იქნება საუკეთესო მიქსი: გამარჯვებული ჩვენი სია და ჩვენთან ერთად მეორე სია. თუმცა მივესალმები იმას, რომ ჩვენს გუნდში არიან ახალგაზრდები, რომლებიც რადიკალური ცვლილებებისთვის არიან მოწადინებული, რადგან ასეთი ჯგუფის მცდელობა, ძველთან შეჯახებით, იწვევს საუკეთესო შედეგის დადგომას". - თქვა წარდგენის ცერემონიაზე აკაკი ბობოხიძემ.

"ყველა მნიშვნელოვანი პროექტის ინტეგრარული ნაწილი ვიყავი, რომელიც პარტიამ თვისებრივი გარდაქმნის შემდეგ წამოიწყო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის გადატვირთვის, ამდენად ფუნდამენტური პროექტი აქამდე არ დაგვიწყია. ამას ვამბობ არა როგორც პარტიის წევრი, არამედ, როგორც მოქალაქე, რომელიც 14 წლის ასაკიდან ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილების იმედით, აკვირდება საჯარო პროცესებს". - აღნიშნა ვასილ მათითაიშვილმა სიის წარდგენის დროს.​​​​​​

კომენტარები