ბიძინა ივანიშვილი

მდინარაძე გახარიაზე: რაც ჰქონდა რეიტინგი, 1-2%, ისიც გაუქრა ივანიშვილის ერთი სიტყვით

მთელი თავისი კამპანია კულისებში აგებული აქვს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვარო და დღეს დასამარდა მაგისი მითი, დამთავრდა მაგისი რეიტინგი, რაც ჰქონდა მოტყუებული ადმიანების ხარჯზე დარჩენილი 1 თუ 2%, ისიც გაუქრა დღეს, ბიძინა ივანიშვილის ერთი სიტყვით. 

ერთ-ერთ სასწავლებელში იყო მისული ორი თვის წინ და ამბობდა, რომ მე კოალიცია შეიძლება შევუქმნა მხოლოდ ქართულ ოცნებას, კოალიციით უნდა შევბოჭოო და ამ დროს ოთხ მუნიციპალიტეტში, სადაც შეეძლო მისი გასული დეპუტატების საშუალებით, ყველგან შეუკრა ნაციონალურ მოძრაობას. წარმოიდგინეთ უტიფრობის ხარისხი, როცა ესენი და ნაცები ლანძღავენ ერთმანეთს. რანაირად დალაგებულები არიან, ერთმანეთს ლანძღავენ და კოალიცია აქვთ საკრებულოებში.  

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გიორგი გახარიაზე საუბრისას TVImedi-ს ეთერში. 

გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა - "სასიხარულოა, რომ ივანიშვილმა საბოლოოდ მოახერხა სამალავიდან გამოსვლა. საბაბები სუსტი იყო. გამოწვევა მიღებულია. გილოცავთ ახალ წელს!"

კომენტარები