საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად იქნება

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ თემაზე მოლაპარაკების გახსნას და ა.შ. ჩვენ ვიცით, საერთაშორისო პრაქტიკა როგორია. ევროინტეგრაციის კუთხით, კანდიდატი ქვეყნებიდან დღეს ყველაზე წინ წაწეული სერბეთი და მონტენეგრო არიან. დაახლოებით, 12-14 წელია, მათ კანდიდატის სტატუსი მიღებული აქვთ, მაგრამ მათი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი ჯერ არ განიხილება. ეს არის დღევანდელი პრაქტიკა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია, ევროკავშირის წევრი უფრო სწრაფად გავხდეთ - იმ პროგრესიდან გამომდინარე, რაც საქართველოს აქვს. მთელ ამ რეგიონში ჩვენ აბსოლუტურად მოწინავე ვართ. აქ მხოლოდ უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნიას არ ვგულისხმობთ. მათ შორის, აქ ვგულისხმობთ სერბეთს, მონტენეგროს, ბალკანეთის სივრცის სახელმწიფოებს. 

ჩვენ ვფიქრობთ, სადღაც 4-5 წელში მზად ვიქნებით იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. დანარჩენი უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია [...] შეგვიძლია, პირობა დავდოთ, რომ 2030 წლისთვის ჩვენი ქვეყანა თავიდან ბოლომდე მზად იქნება იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს - ჰარმონიზაციის კუთხით, დემოკრატიისა და ეკონომიკის მდგომარეობით და ა.შ. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში.

კომენტარები