რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთსა და ინდოეთში ნავთობის 90% გაგვაქვს, ევროპაში ექსპორტი 4-5%-მდე შემცირდა – ნოვაკი

ალექსანდრ ნოვაკი

რუსეთის ფედერაციის ვიცეპრემიერის ალექსანდრ ნოვაკის თქმით, 2023 წელს რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი თითქმის მთლიანად ჩინეთსა და ინდოეთში გავიდა.

მისი თქმით, რუსეთმა წარმატებით აუარა გვერდი დასავლეთის სანქციებს, რადგან ნავთობის ექსპორტი ევროპიდან ჩინეთისა და ინდოეთის მიმართულებით გადაამისამართეს. ნოვაკის ინფორმაციით, ამ ორ ქვეყანაში გატანილი ნავთობის წილმა გადაუმუშავებელი ნავთობის მთლიანი ექსპორტის 90% შეადგინა.

რუსეთის ვიცეპრემიერის ცნობით, რუსეთის ნავთობის ექსპორტში ევროპის წილი 40-45%-დან 4-5%-მდე დაეცა.

"მთავარი პარტნიორები ამჟამინდელ სიტუაციაში არიან ჩინეთი, რომლის წილიც დაახლოებით 45-50%-მდე გაიზარდა, და, თავისთავად, ინდოეთი... მანამდე, ინდოეთისთვის მიწოდება თითქმის არ იყო; ორ წელიწადში, ინდოეთისთვის მიწოდების წილმა 40% შეადგინა". - თქვა ალექსანდრ ნოვაკმა.

კომენტარები