წყლის ტარიფი

თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში კომპანიებს წყალმომარაგების ტარიფი ეზრდება

GWP-სთვის თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია სემეკმა გაავრცელა.

სემეკის ცნობით, თბილისსა და მცხეთაში ახალი ტარიფი 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო რუსთავში კი 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით განისაზღვრა. 

"წყალმომარაგების ტარიფების ცვლილება განპირობებულია თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობით. ამ მიზნით, სემეკმა შეითანხმა GWP-ის მიერ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი 363 868 823 ლარის მოცულობის ინვესტიცია. მათ შორის, სემეკთან შეთანხმებული გეგმების შესაბამისად, GWP თბილისსა და მცხეთაში 317 897 722 ლარის, ხოლო რუსთავში კი 45 971 101 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტების მიზნობრიობას სასმელი წყლის უწყვეტობის, მიწოდების საიმედოობისა და ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს". - წერიოა სემეკის განცხადებაში.

სემეკის ცნობით, ახალი ტარიფები ძალაში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

კომენტარები