დიდი ბრიტანეთი

ლონდონში დააკავეს 16 წლის ბიჭი, რომელმაც სკოლაში ცეცხლი გააჩინა

@xstiggy

ლონდონში დააკავეს 16 წლის ბიჭი, რომელმაც ლონდონის ორატორიის სკოლაში დაახლოებით 11:15-ზე ცეცხლი გააჩინა. შემთხვევის ადგილას პოლიცია და მეხანძრეები მალევე მივიდნენ. როგორც ცნობილია, ცეცხლის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ბიჭი ამჟამად პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. სკოლა, სადაც მოსწავლემ ცეცხლი გააჩინა, ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებლად ითვლება. სკოლაში მოხვედრა საკმაოდ რთულია და იქ ცნობილი პოლიტიკოსების შვილები სწავლობენ. ლონდონის ორატორიის სკოლაში სწავლობდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის ტონი ბლერის შვილი. სკოლაში 7-დან 18 წლამდე დაახლოებით 1400 მოსწავლე სწავლობს. 

კომენტარები