ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.12 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.18 თეთრით. 27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6920 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9763 ლარი.

ბოლო პერიოდში ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ორ კვირაში ლარი დოლართან 2 თეთრით, ევროსთან კი - თითქმის 10 თეთრით გაუფასურდა. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი - 3.04 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.99 ლარად.

კომენტარები