ყაზბეგი

ყაზბეგში დაკარგული მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო ექსპედიციის დროს დაკარგული მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს. მას 23 დეკემბრიდან ეძებდნენ. 

"სამძებრო სამუშაოებში სწრაფი რეაგირების მაშველთა ჯგუფთან ერთად ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კომენტარები