ყაზბეგი

აბესაძე: სახელმწიფო ცდილობს, ყაზბეგში 40 ოჯახს მიწა კომპენსაციის გარეშე წაართვას

ევროპული საქართველო

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 40-მდე ოჯახს სახელმწიფო მიწების რეგისტრაციაზე უარს ეუბნება. ევროპული საქართველოს ინფორმაციით, სახელმწიფოს მიწების ხელში ჩაგდება კომპენსაციების გადახდის გარეშე უნდა. საუბარია ლარსი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არსებულ ნაკვეთებზე, რომელთა გამოყენებას ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გეგმავს. პარტია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, აღნიშნული ოჯახები მიწათმონაცვლეობის ან კომპენსაციის საფუძველზე გაისტუმროს. 

"საჯარო რეესტრში, რეგისტრაციაში არ ატარებს მიწის ნაკვეთებს, ანუ მესაკუთრეებს არ აღიარებს მესაკუთრეებად მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მისწერა ერთგვერდიანი წერილი საჯარო რეესტრის სააგენტოს, სადაც მათ უბრალოდ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ იმ გზების მიმდებარედ, სადაც სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები, მესაკუთრეებისთვის საკუთრების რეგისტრაცია. სახელმწიფო აპირებს დააყაჩაღოს ეს ადამიანები, კომპენსაციის, ერთი თეთრის გადახდის გარეშე დატოვოს ისინი საკუთრების გარეშე", - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე. 

კომენტარები