ოკუპირებული აფხაზეთი

ზურაბიშვილი ბიჭვინთაზე: საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოვუწოდებ

მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია.

საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ მოვუწოდებ.

წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის იჯარით გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

კომენტარები