მკვლელობა თბილისში

თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

shutterstock

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ხ.ვ ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა". - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები