პუტინის რუსეთი

პატრიარქ კირილის კურთხევით მარია ზახაროვამ საშობაო სიმღერა დაწერა

მარია ზახაროვა
Tass

24 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საშობაო სიმღერის პრეზენტაცია გაიმართა. სიმღერის ტექსტის ავტორი საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვაა.

ზახაროვას თქმით სიმღერის ტექსტის იდეა პირველად 3 წლის წინ მოუვიდა და პირველი სტროფები რუსეთის პატრიარქ კირილს აჩვენა და მისი კურთხევა მიიღო.

"როდესაც სიმღერის სტროფები გამომივიდა, პატრიარქ კირილს ვაჩვენე და მისგან კურთხევა მივიღე. 3 წელი დამჭირდა თანაავტორების მოსაძებნად. ბელარუს პარტნიორებთან შეხვედრაში სამოკავშირეო სახელმწიფოს მდივანი დმიტრი მეზენცევი დაგვეხმარა". – ამბობს ზახაროვა.

სიმღერის მუსიკა ბელარუს კომპოზიტორს, ლეონიდ შირინს ეკუთვნის, კომპოზიცია მომღერალმა ქსენია გალეცკაიამ შეასრულა. 

კომენტარები