გერმანია

გერმანიაში მთვრალი სანტა, საჩუქრების დარიგების დროს, მანქანით სახლს შეეჯახა

Iordache Magdalena/Shotshop/picture alliance

გერმანიაში თურინგიის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც სანტა კლაუსის ფორმა ეცვა და ალკოლოჰის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მანქანით სახლს და კიდევ ერთ მანქანას შეასკდა. პოლიციის თქმით, სანტა კლაუსს მანქანის ტარება საერთოდ არ შეეძლო. 

როგორც ცნობილია, სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმული კაცი ქალაქ მიუჰლჰაუზენში საჩუქრების დარიგებას ცდილობდა. ავარიის მომენტში სანტა ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა, როდესაც მან საჭის კონტროლი დაკარგა და სახლს და ამავე სახლთან დაპარკინგებულ მანქანას შეასკდა. კაცს მართვის უფლება ჩამოართვეს და მისი სისხლი ანალიზებზე გადაიგზავნა. 

"სახლის ფასადი სერიოზულად დაზიანდა, თუმცა სანტას საჩუქრები უვნებლად გადარჩა. შობას გილოცავთ და გახსოვდეთ, რომ სანტა კლაუსი ფხიზელი უნდა დადიოდეს" - წერია ნორდჰაუზენის პოლიციის განცხადებაში. 

კომენტარები