საქართველოს რკინიგზა

ამ დროისთვის ყველა რეისმა განაახლა მოძრაობა – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა რეისმა განაახლა მოძრაობა. 

კომპანიის ცნობით, დღეს უამინდობის გამო დასავლეთ საქართველოში სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე იყვნენ გაჩერებული.

რკინიგზაზე ძლიერი ქარის გამო შეფერხება იყო გუშინ, 24 დეკემბერსაც. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ძლიერი ქარის გამო მახინჯაურში დაზიანდა ლიანდაგი და რამდენიმე რეისის მოძრაობა შეფერხდა. 

კომენტარები