ოკუპირებული აფხაზეთი

მედია: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრი ზუგდიდში ენგურჰესის წარმომადგენლებს შეხვდა

კრისტინა ოზგანი

აფხაზური მედია, Нужная газета საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა და ზუგდიდში ენგურჰესის წარმომადგენლებს შეხვდა.

მედიის ცნობით, მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მინისტრი ჰესის წარმომადგენლებს საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდებას სთხოვდა.

მსგავსი ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არც მარიონეტულ რეჟიმს და არც თბილისის ხელისუფლებას არ გაუვრცელებია.

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ხანებში ელექტროენერგიის კრიზისია. გასულ კვირებში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოკუპირებულ რეგიონს საკუთარ ელექტროობას უსასყიდლოდ არ მიაწვდიდა. ვრცლად ელექტროდეფიციტის შესახებ წაიკითხეთ აქ - ელექტროკრიზისის ფონზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ვარდნილჰესი 2-ის იჯარით გაცემაზე ფიქრობენ.

კომენტარები