ბენკსი

ბენქსის ახალი ინსტალაცია ლონდონში დაახლოებით ერთ საათში ჩამოხსნეს

Aaron Chown/PA Wire

ბენქსიმ სამხრეთ ლონდონში ახალი ინსტალაცია განათავსა, რომელიც ომის საწინააღმდეგო მესიჯს ატარებდა. ინტალაცია საგზაო ნიშანზე "სდექ" გამოსახული სამხედრო თვითმფრინავების სილუეტები იყო, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომს ეხმიანებოდა. ინსტალაცია სამოქალაქო პირებმა დაახლოებით ერთ საათში ჩამოხსნეს.

22 დეკემბერს ხელოვანმა თავად დაადასტურა, რომ ლონდონის სამხრეთში გამოჩენილი ინსტალაცია ნამდვილად მას ეკუთვნოდა. ხელოვანმა, რომლის ვინაობა უცნობია, ინსტალაციის ფოტოები თავის Instagra-ის გვერდზე გამოაქვეყნა. ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის თქმით, მათ არანაირი შეტყობინება ან საჩივარი არ მიუღიათ ინსტალაციის უკანონოდ ჩამოხსნის ან მოპარვის შესახებ. 

კომენტარები