რუსეთი

რუსეთში ყოფილ მინისტრ მიხაილ აბიზოვს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

TACC

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ მინისტრ მიხაილ აბიზოვს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, როგორც ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იგი დამნაშავედ ქურდობაში ცნეს. 

აბიზოვი ბრალდებას უარყოფს და "თვითნებურ დასკვნად" აფასებს. 

ФСБ-მ იგი 2019 წელს დააკავა, როდესაც რუსეთის დატოვებას მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის ბიზნეს საავიაციო ტერმინალის გავლით ცდილობდა. საგამოძიებო სამსახური მას ენერგეტიკული კომპანიების თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს.

2012-2018 წლებში აბიზოვს ეკავა ღია მმართველობის საკითხთა მინისტრის პოსტი, მანამდე ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა ენერგეტიკულ და სამთო კომპანიებში და იყო რუსეთის ენერგეტიკული გიგანტის ЕЭС России-ის საბჭოს წევრი.

ამასთან, იგი Forbes-ის უმდიდრესი რუსების რეიტინგში მოხვდა, დაკავებამდე გამოცემამ მისი ქონება 600 მილიონ დოლარად შეაფასა.

კომენტარები