თავდასხმა პრაღაში

პრაღაში სროლას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა, თავდამსხმელი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო

ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კარლის უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ადგილობრივი პოლიცია განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

პოლიციის უფროსის ცნობით, შეირაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა. მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ თავდამსხმელი, რომელიც ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა, სხვა ქვეყნებში მომხდარი მსგავსი შემთხვევებით იყო შთაგონებული. პოლიციამ თავდამსხმელი გაანეიტრალა.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თავდასხმას საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.

ამავდროულად, სამართალდამცველების ცნობით, 24 წლის თავდამსხმელი პრაღიდან 21 კილომეტრის დაშორებით მდებარე ერთ-ერთი სოფლიდან იყო. მათივე თქმით, დღეს დილით თავდამსხმელის მამა გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები