ევროკავშირის დროშის დაწვა

ბოკერია EU-ის დროშის დაწვაზე: მათი დევნა არ ხდება, რადგან ისინი შერწყმულები არიან რეჟიმთან

ამ მოვლენის შეფასებისას სიზუსტე მნიშვნელოვანია. თავისთავად, ნებისმიერი დროშის დაწვისას არავინ უნდა იყოს დასჯილი, რადგან ეს არის სიტყვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება აქვს ჩემთვის კატეგორიულ ადამიანებსაც - პუტინისტებს, შავრაზმელებს, კომუნისტებს, ფაშისტებს და ა.შ. ეს მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ყველაზე უნდა გავრცელდეს. სხვა ამბავია, სხვისი ქონების, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების დაზიანება, რისგანაც არ არის დაცული სიტყვის თავისუფლება. ოღონდ, ამ რეჟიმისგან ამ შემთხვევაზე ფოკუსი და მერე ამით ვირუსული კამპანიის გამოწვევა სამარცხვინო ამბავია, იმიტომ რომ ეს ხალხი ძალადობაში არიან მხილებული და ამ რაღაცებისთვის მათი დევნა არ ხდება, რადგან ისინი შერწყმულები არიან რეჟიმთან. 

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება მცხეთის ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვას. პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული და მას პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები