გერმანია

II მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გერმანია ჯარებს უცხო ქვეყანაში მუდმივად განათავსებს

Alexander Koerner/Getty Images/Politico

პირველად მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია თავის ჯარებს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივად განათავსებს

გერმანიასა და ლიტვას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაახლოებით 4 800 გერმანელი სამხედროსგან შემდგარი ბრიგადა ლიტვაში, რუსეთის საზღვართან განთავსდება. ამასთან, ბრიგადა საბრძოლო მზადყოფნაში 2027 წლისთვის იქნება. 

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ეს შეთახმება შეადარა ცივი ომის დროს მიღებულ "ისტორიულ" გადაწყვეტილებას, როცა დასავლეთ გერმანიაში მოკავშირეებმა ძალები საბჭოთა კავშირის პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში ევროპის დაცვის მიზნით განათავსეს.

"აღმოსავლეთი ფლანგი ახლა აღმოსავლეთით გადავიდა და მისი დაცვა გერმანიის მოვალეობაა". - თქვა პისტორიუსმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე თავის ლიტველ კოლეგა არვიდას ანუშაუსკასთან.

მისივე თქმით, გერმანული სამხედრო დანაყოფების უმეტესობა ლიტვაში 2025-2026 წლებში განთავსდება, ხოლო სამხედროებს და მათ ოჯახის წევრებს ექნებათ კარგი პირობები, მათ შორის უზრუნველყოფილნი იქნებიან გერმანულენოვანი სკოლებით, საბავშვო ბაღებით, საცხოვრებლითა და ფრენით. 

გარდა ამისა, ლიტვა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.3%-ს დახარჯავს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანელი სამხედროების საცხოვრებლის, საწვრთნელი მოედნებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად. როგორც პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, ამისთვის ქვეყანას სავარაუდოდ გადასახადების გაზრდა მოუწევს.

კომენტარები