გვინეა

გვინეაში ნავთობის ტერმინალში აფეთქებას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა

REUTERS/Souleymane Camara

გვინეის დედაქალაქ კონაკრიში ნავთობის ტერმინალში აფეთქებას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა, 84 ადამიანი კი დაშავდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ხანძრის ლოკალიზაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ამასთან, უცნობია ტერმინალის დაზიანების ხარისხი.

ხელისუფლების ცნობით, ტერიტორიიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი და დახურულია სკოლები. სამართალდამცველები მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.

"ხელისუფლება ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ამ მოვლენის გამო, რომლის მასშტაბები და შედეგები შესაძლოა, პირდაპირ აისახოს მოსახლეობაზე". - წერია განცხადებაში.

კომენტარები