მთავრობის წლიური ანგარიში

ოქრიაშვილი: ხელისუფლებაში მსხდომი მსახიობები მართავენ სპექტაკლს - "2023 წლის ანგარიში"

დღეს, საქართველოს ხელისუფლებაში მსხდომი მსახიობები, რომლებიც პრემიერის და მინისტრების როლს ასრულებენ, მართავენ მორიგ სპექტაკლს, სახელწოდებით "2023 წლის ანგარიში".

ბატონო მსახიობებო, ძალიან მალე მოგიწევთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების წინაშე არა როლის შესრულება, არამედ ყველა დანაშაულის აღიარება, რაც 2012 წლიდან გაქვთ ჩადენილი. ვეჭვობ, ამ უკანონოდ გამდიდრებული მსახიობების ხარჯზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი გაორმაგდება. აბა, კარგად იყავით!

ამბობს დეპუტატი კახა ოქრიაშვილი. დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს.

კომენტარები